EN
კიბერუსაფრთხოება

პაროლების მენეჯერი — რა არის?

პროგრამა, რომელიც ყველა პაროლს დაშიფრულად ინახავს და ყოველ ანგარიშისთვის ძლიერ, უნიკალურ პაროლს ქმნის.

ასევე: Password manager · პაროლების სეიფი · Vault

ადამიანი ათობით ანგარიშისთვის ძლიერ, განსხვავებულ პაროლებს ვერ დაიმახსოვრებს — ამიტომ ხშირად ერთსა და იმავე პაროლს იყენებს. პაროლების მენეჯერი ამ პრობლემას ხსნის: ინახავს ყველა პაროლს დაშიფრულ სეიფში, ავტომატურად ავსებს და ახალ, შემთხვევით პაროლებს ქმნის.

კომპანიაში მენეჯერი გუნდურ წვდომის მართვასაც ამარტივებს: საერთო ანგარიშებზე წვდომა ჯგუფებს ეძლევა, თანამშრომლის წასვლისას — ერთ ადგილას უქმდება. მენეჯერის მთავარი ანგარიში აუცილებლად MFA-ით უნდა იყოს დაცული.

მაგალითი

საერთო ანგარიშების პაროლები Excel-ის ფაილის ნაცვლად — პაროლების მენეჯერის გუნდურ საქაღალდეში, წვდომის ჟურნალით.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.