სპილენძის ქსელის კაბელს (UTP/FTP) დისტანციის ზღვარი აქვს — დაახლოებით 100 მეტრი. ოპტიკური ბოჭკო გაცილებით დიდ მანძილზე გადასცემს სიგნალს და ელექტრომაგნიტურ ხმაურზე არ რეაგირებს.
ბიზნესში ოპტიკა ხშირად გამოიყენება შენობებს, სართულებს ან დიდი ტერიტორიის ცალკეულ წერტილებს შორის — მაგ. საწყობის ოფისიდან ეზოს კამერებამდე.
მაგალითი
ადმინისტრაციული შენობიდან 300 მეტრით დაშორებულ საწყობამდე ოპტიკური კაბელი გაიყვანეს — ქსელი ორივე შენობაში ერთია.