როცა თანამშრომელი კომპანიიდან მიდის, მისი ანგარიშები ხშირად „გვავიწყდება“ — ელ-ფოსტა, ქლაუდ-სერვისები, VPN, საერთო პაროლები. ასეთი ანგარიში შეიძლება თავდამსხმელის ან ყოფილი თანამშრომლის ხელში მოხვდეს.
Offboarding-ის სიაში, როგორც წესი: ანგარიშების ბლოკირება, საერთო პაროლების შეცვლა, ფოსტის და ფაილების გადაცემა ხელმძღვანელზე, ლეპტოპის და ბარათების დაბრუნება, MFA მოწყობილობების მოხსნა. ყველაზე მარტივი — წინასწარ შედგენილი ჩეკლისტი.
თანამშრომლის ბოლო დღეს IT ჩეკლისტის მიხედვით ყველა ანგარიშს ბლოკავს, ფოსტა ხელმძღვანელზე გადამისამართდება.