დაშიფრული ფაილი, დისკი ან კავშირი გასაღების გარეშე გამოუსადეგარი სიმბოლოების ერთობლიობაა. ასე, მოპარულ ლეპტოპიდან ან ფლეშკიდან მონაცემებს თავდამსხმელი ვერ წაიკითხავს.
დაშიფვრა ორ ძირითად შემთხვევაში მნიშვნელოვანია: „შენახვისას“ (ლეპტოპის დისკი, Backup, ფლეშკა) და „გადაცემისას“ (HTTPS, VPN, ელ-ფოსტა). ყველაზე მნიშვნელოვანი — გასაღებების/აღდგენის კოდების უსაფრთხო შენახვა: მათი დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები მფლობელისთვისაც მიუწვდომელი ხდება.
თანამშრომელმა ლეპტოპი დაკარგა — დისკი დაშიფრულია, ამიტომ კლიენტების მონაცემები არავის ხელში არ მოხვდება.