EN
ინსტრუმენტი

IT უსაფრთხოების ტესტი

უპასუხეთ 12 კითხვას და ნახეთ, რამდენად დაცულია თქვენი კომპანიის IT — ქულა და რეკომენდაციები 3 წუთში.

პასუხები არსად იგზავნება — გამოთვლა ხდება თქვენს ბრაუზერში.
პასუხი: 0 / 12
1ორფაქტორული ავთენტიფიკაცია (MFA) ჩართულია კორპორატიულ ელ. ფოსტაზე და კრიტიკულ ანგარიშებზე?
2თანამშრომლები იყენებენ უნიკალურ პაროლებს (პაროლების მენეჯერით)?
3მნიშვნელოვანი მონაცემების Backup ავტომატურია, ერთი ასლი — ოფისის გარეთ ან ოფლაინ?
4ბოლო 3 თვეში შეამოწმეთ, რომ Backup-იდან ფაილები მართლა აღდგება?
5ოპერაციული სისტემები და პროგრამები ახლდება ავტომატურად ან რეგულარულად?
6კომპანიაში არ არის მხარდაჭერის ვადაგასული სისტემები (მაგ. ძველი Windows ან სერვერი)?
7ყველა კომპიუტერზე აქტიური ანტივირუსი/EDR-ია, ცენტრალიზებული კონტროლით?
8თანამშრომლებმა ბოლო ერთ წელში გაიარეს ფიშინგის ამოცნობის ინსტრუქტაჟი?
9ოფისის Wi-Fi: შეცვლილია როუტერის ქარხნული პაროლი და სტუმრებისთვის ცალკე, იზოლირებული ქსელია?
10კამერები და „ჭკვიანი“ მოწყობილობები ცალკე ქსელშია, ქარხნული პაროლების გარეშე?
11თანამშრომლის წასვლისას მისი ყველა ანგარიში იმავე დღეს ითიშება?
12ადმინისტრატორის უფლებები აქვთ მხოლოდ მათ, ვისაც რეალურად სჭირდება?

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.