ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თქვენს მონაცემებზე მუშაობს
AI ასისტენტი კომპანიის დოკუმენტებზე, დოკუმენტებისა და წერილების ავტომატური დამუშავება, ჩატბოტი — ვიწყებთ ერთი კონკრეტული ამოცანით და შედეგს ადამიანი ამოწმებს.
- AI ასისტენტი
- დოკუმენტების დამუშავება
- n8n + AI
AI-ს ბიზნესში აზრი აქვს მაშინ, როცა კონკრეტული ამოცანა აქვს: იპოვოს პასუხი კომპანიის დოკუმენტებში, ამოიკითხოს ინვოისის ველები, დაახარისხოს შემომავალი წერილები ან უპასუხოს კლიენტის ხშირ კითხვას. ჩვენ ვიწყებთ ერთი ასეთი ამოცანით, შედეგს რეალურ მონაცემებზე ვამოწმებთ და მხოლოდ შემდეგ ვაფართოებთ.
ჩვენი გამოცდილება ჩვენივე პროდუქტიდან მოდის — iComp-ში AI მხოლოდ ორგანიზაციის მონაცემებზე მუშაობს. AI-ნაბიჯებს იმავე პრინციპით ვრთავთ ავტომატიზაციის workflow-ებში; თუ გსურთ ჯერ შეაფასოთ, რამდენი დრო იხარჯება ხელით შრომაზე, გამოიყენეთ ავტომატიზაციის კალკულატორი.
სად იძლევა AI რეალურ შედეგს
ბევრი დოკუმენტი
ხელშეკრულებები, აქტები, ინვოისები — ძიება და მონაცემების ამოღება დროს ჭამს.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
ერთი და იგივე კითხვები ყოველ დღე — მეილზე, საიტზე, მესენჯერში.
ონლაინ მაღაზია და რითეილი
შეკვეთები, პროდუქტების აღწერები და კლიენტების შეტყობინებები.
კლინიკა და ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული დოკუმენტები, განაცხადები და შიდა ინსტრუქციები.
შიდა ცოდნის ბაზა
ინსტრუქციები და რეგლამენტები, რომლებშიც ახალი თანამშრომელი ვერ ერკვევა.
AI კონკრეტულ ამოცანებზე, არა „ზოგადად“
AI ასისტენტი თქვენს დოკუმენტებზე
თანამშრომელი კითხვას ბუნებრივ ენაზე სვამს, პასუხი კომპანიის დოკუმენტებიდან მოდის.
- პასუხი წყაროს — კონკრეტული დოკუმენტის — მითითებით
- ძიება მნიშვნელობით, არა მხოლოდ ფაილის სახელით
- მხოლოდ იმ დოკუმენტებზე, რომლებზეც მომხმარებელს წვდომა აქვს
დოკუმენტებისა და მეილის დამუშავება
მონაცემების ხელით აკრეფა და წერილების ხელით დახარისხება — ავტომატურად.
- ინვოისებიდან და ხელშეკრულებებიდან ველების ამოღება
- შემომავალი წერილების კატეგორიზაცია და მიმართვა
- პასუხის მონახაზი, რომელსაც ადამიანი ამტკიცებს
AI ავტომატიზაციაში (n8n)
AI-ნაბიჯი workflow-ის შიგნით — იქ, სადაც წესები აღარ კმარა.
- ტექსტის შეჯამება და კლასიფიკაცია
- მოთხოვნის სწორ განყოფილებასთან მიმართვა
- შედეგის გადაცემა სხვა სისტემას API-ით
ჩატბოტი საიტზე ან მესენჯერში
პასუხები თქვენი შინაარსიდან — არა ინტერნეტიდან.
- ცოდნის ბაზა თქვენი საიტიდან, ინსტრუქციებიდან და FAQ-იდან
- ბუნდოვან კითხვაზე — გადაყვანა ოპერატორთან
- სამუშაო საათები და კონტაქტები ერთი და იმავე ფორმით
სად მუშაობს AI
ქლაუდის AI API-ები ან მოდელი თქვენს სერვერზე.
- ქლაუდის API — სწრაფი დასაწყისი
- self-hosted მოდელი — მონაცემები შიდა ინფრასტრუქტურაში
- რომელი ჯდება — დამოკიდებულია მონაცემებზე და ამოცანაზე
მონაცემების დაცვა
წინასწარ ვწყვეტთ, რომელი მონაცემი სად მიდის.
- წვდომის უფლებები — როგორც დანარჩენ სისტემებში
- AI-ის ოპერაციების აღრიცხვა (ლოგი)
- მგრძნობიარე მონაცემები — თქვენს სერვერზე

Unio AI — iComp-ში
ჩვენს დოკუმენტბრუნვის სისტემაში, iComp-ში, AI მუშაობს მხოლოდ ორგანიზაციის მონაცემებზე — იმ დოკუმენტებზე, რომლებზეც მომხმარებელს წვდომა აქვს.
- ჩატ-ასისტენტი — დოკუმენტების, ვადებისა და თანხების ძიება
- PDF-იდან ველების წაკითხვა — ხელით აკრეფის გარეშე
- საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის მომხმარებლისაა, ოპერაციები აღირიცხება
რატომ ჩვენ?
როგორ ვმუშაობთ
- 1პროცესის ანალიზისად იხარჯება დრო და რომელი ამოცანა ჯდება AI-ზე.
- 2პილოტი ერთ ამოცანაზევიწრო, გასაგები ამოცანა და შედეგის შემოწმება რეალურ მონაცემებზე.
- 3ინტეგრაციაჩართვა თქვენს სისტემებში — API-ით, n8n-ით ან ჩატში.
- 4მხარდაჭერა და გაუმჯობესებაშედეგების გადახედვა, მონაცემების და ინსტრუქციების დაზუსტება.
ხშირად დასმული კითხვები
საკმარისია ჩვენი მონაცემები?
AI პასუხს თქვენი დოკუმენტებიდან აგებს, ამიტომ მთავარია, მასალა ციფრულად და ერთ ადგილას იყოს. ანალიზის დროს ვნახავთ, რა სჭირდება მოსამზადებლად — მაგალითად, სკანირებული დოკუმენტების ამოკითხვა ან ფაილების დალაგება.
სად ინახება მონაცემები?
დამოკიდებულია არჩეულ ვარიანტზე: ქლაუდის AI API ან მოდელი თქვენს სერვერზე. ორივე შემთხვევაში წინასწარ განისაზღვრება, რომელი მონაცემი მუშავდება, ვის აქვს წვდომა და როგორ აღირიცხება ოპერაციები.
AI შეცდომებს დაუშვებს?
კი — AI შეიძლება შეცდეს ან არაზუსტი პასუხი გასცეს. ამიტომ ვიწყებთ ვიწრო ამოცანით, პასუხს წყაროს მითითებით ვაბრუნებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს. კრიტიკულ პროცესებში AI ავტომატურად არაფერს ასრულებს დასტურის გარეშე.
რამდენი ხანი სჭირდება პილოტს?
დამოკიდებულია ამოცანაზე და იმაზე, რა მდგომარეობაშია მონაცემები. ანალიზის შემდეგ ეტაპებს ერთად განვსაზღვრავთ.
შეიძლება AI საკუთარ სერვერზე გავუშვათ?
კი — self-hosted მოდელით, თქვენს ინფრასტრუქტურაში. საჭირო ტექნიკა ამოცანასა და მოდელზეა დამოკიდებული, ამიტომ ამას წინასწარ ვაფასებთ.
AI თანამშრომლებს ჩაანაცვლებს?
არა. AI განმეორებად რუტინას იღებს — ძიებას, აკრეფას, დახარისხებას. გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა ადამიანთან რჩება.
დაგვიკავშირდით
ინფორმაცია
დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.
- თბილისი
- ორშ–პარ, 10:00–18:00
- [email protected]
- +995 577 07 70 02
© 2026 ICOMP LLC. ყველა უფლება დაცულია.