EN

IT ოფისებისა და კომპანიებისთვის

კომპიუტერებიდან ელ-ფოსტამდე — IT, რომელიც იმუშავებს, რათა თქვენი გუნდი ფოკუსირდეს საკუთარ საქმეზე.

  • IT მხარდაჭერა
  • Microsoft 365
  • კიბერუსაფრთხოება

ოფისში IT-ის ყოველ ხარვეზი გუნდის დროს ხარჯავს: კომპიუტერი, რომელიც არ ირთვება, გატეხილი ელ-ფოსტა ან ფაილი, რომლის Backup-ი არ იყო.

ჩვენი გუნდი ერთ ადგილას გთავაზობთ IT მხარდაჭერას, Microsoft 365-ის ადმინისტრირებას, ქსელს, სერვერებსა და Backup-ს — ისე, რომ IT-ზე ფიქრი არ დაგჭირდეთ და საკუთარ საქმეზე ფოკუსირდეთ.

გამოწვევები

რა ხდება ხშირად ოფისებში

IT-ს ვინ მართავს?

ცალკე IT-სპეციალისტი არ გყავთ — ხარვეზს ის აგვარებს, ვინც იმ წუთში თავისუფალია.

ანგარიშები და პაროლები

MFA-ს გარეშე ელ-ფოსტა, საერთო პაროლები და ფიშინგი — ანგარიშის გატეხვის რისკი.

ახალი და წამავალი თანამშრომლები

ანგარიშების შექმნა ან გათიშვა ხშირად დაგვიანებით ხდება ან საერთოდ ავიწყდება.

ფაილები Backup-ის გარეშე

მნიშვნელოვანი დოკუმენტები ერთ კომპიუტერზე — ერთი გაფუჭებული დისკი და ინფორმაცია დაიკარგა.

გადაწყვეტა

რას შევთავაზებთ ოფისს

IT აუთსორსინგი

IT მხარდაჭერა და Helpdesk

ერთი ნომერი ყველა IT-კითხვისთვის — დისტანციური და ადგილზე.

  • კომპიუტერები, პრინტერები, პროგრამები
  • Microsoft 365 და ელ-ფოსტის ადმინისტრირება
  • MFA, ანტივირუსი, განახლებები
  • ახალ თანამშრომლის ჩართვა და წამავლის ანგარიშების გათიშვა
სერვისის ნახვა
ქსელები

ოფისის ქსელი და Wi-Fi

სტაბილური ინტერნეტი ყველა სამუშაო ადგილას.

  • კაბელირება და კომუნიკაციის კარადა
  • Wi-Fi და ცალკე სტუმრის ქსელი
  • Firewall და VPN დისტანციური თანამშრომლებისთვის
სერვისის ნახვა
სერვერები

სერვერები და Backup

ფაილები და მონაცემები — დაცული და აღდგენადი.

  • ფაილ-სერვერი და წვდომის უფლებები
  • Backup-ის ავტომატიზაცია
სერვისის ნახვა
სიგნალიზაცია და დაშვების სისტემები

დაშვების სისტემა და სიგნალიზაცია

ოფისში — მხოლოდ მათ, ვისაც წვდომა აქვს; ოფის-საათების შემდეგ — სიგნალიზაცია.

  • კარის დაშვების სისტემა — ბარათი, კოდი ან თითის ანაბეჭდი
  • შემოსვლების აღრიცხვა
  • Ajax-ის უკაბელო სიგნალიზაცია და მართვა ტელეფონიდან
სერვისის ნახვა

ტიპური სცენარი

რას ვმართავთ ოფისში

  1. 1
    სამუშაო ადგილებიკომპიუტერები, პრინტერები, პროგრამები და განახლებები.
  2. 2
    ანგარიშები და ელ-ფოსტაMicrosoft 365, MFA და წვდომის უფლებები.
  3. 3
    ქსელი და Wi-Fiკაბელირება, Wi-Fi, Firewall და VPN.
  4. 4
    მონაცემებიფაილ-სერვერი, Backup და აღდგენა.

რჩევები

კიბერუსაფრთხოება

პაროლები და ორფაქტორული ავთენტიფიკაცია — ბიზნესის პირველი ფარი

როგორ შევქმნოთ სწორი პაროლი, რატომ სჭირდება ყოველ თანამშრომელს პაროლების მენეჯერი და რომელ ანგარიშებზე უნდა ჩაირთოს MFA პირველ რიგში.

გაიგეთ მეტი
კიბერუსაფრთხოება

ფიშინგი — 7 ნიშანი, რომ მეილი ყალბია

ყალბი მეილი IT-ინციდენტების ყველაზე ხშირი მიზეზია. ისწავლეთ, როგორ ამოიცნოთ ფიშინგი და რა გააკეთოთ, თუ ბმულზე უკვე დააჭირეთ.

გაიგეთ მეტი
IT რჩევები

რატომ არ უნდა გადადოთ განახლებები

„მოგვიანებით შემახსენე“ — ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ღილაკი. რატომ არის განახლებები უსაფრთხოების საფუძველი და როგორ დავგეგმოთ ისინი ისე, რომ მუშაობა არ შეფერხდეს.

გაიგეთ მეტი

ხშირად დასმული კითხვები

ცალკე IT-თანამშრომელი არ გვყავს — გვჭირდება?

ხშირად IT აუთსორსინგი ცალკე თანამშრომლის ალტერნატივა არის — ყოველდღიურ მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის მოვლას ჩვენი გუნდი ასრულებს.

მხარდაჭერა დისტანციურია თუ ადგილზე?

ორივე. პრობლემების დიდ ნაწილს დისტანციურად ვხსნით, საჭიროების შემთხვევაში — ოფისში ჩამოვდივართ.

დაგვეხმარებით Microsoft 365-ის ან ელ-ფოსტის გადატანაში?

კი. Microsoft 365-ისა და ელ-ფოსტის დაყენება და ადმინისტრირება ჩვენი სერვისის ნაწილია.

რა ხდება, როცა თანამშრომელი ტოვებს კომპანიას?

მის ანგარიშებსა და წვდომებს ვთიშავთ, ფაილები და ელ-ფოსტა კომპანიაში რჩება.

საიდან დავიწყოთ?

IT უსაფრთხოების ტესტი ან „რომელი სერვისი მჭირდება?“ კარგი პირველი ნაბიჯია. შემდეგ — მოთხოვნის ფორმა და დაგიკავშირდებით.

გჭირდებათ IT მხარდაჭერა ოფისისთვის?

ნაბიჯ-ნაბიჯ მოთხოვნა 2 წუთში — დაგიკავშირდებით დეტალების გასავლელად.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.