EN
ქსელი

პაჩ-პანელი (Patch Panel) — რა არის?

პანელი საკომუნიკაციო კარადაში, სადაც ოფისის ყველა ქსელის კაბელი მარკირებულად და ორგანიზებულად სრულდება.

ასევე: Patch Panel · კომუტაციური პანელი

ოფისის ყოველ ქსელის როზეტიდან კაბელი კარადამდე მოდის და პაჩ-პანელის პორტში სრულდება. იქიდან მოკლე „პაჩ-კორდებით“ უკავშირდება სვიჩს.

ასე ქსელი მარკირებული და მართვადი ხდება: ყოველ პორტს ნომერი აქვს, ცვლილება ან დიაგნოსტიკა კაბელების ქაოსის გარეშე ხდება და სვიჩის შეცვლაც მარტივდება.

მაგალითი

პაჩ-პანელის 12-ე პორტი = ბუღალტერიის ოთახის 2-ე როზეტი — ხარვეზის დროს ტექნიკოსი წამებში პოულობს კაბელს.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.