„მოგვიანებით შემახსენე“ — ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ღილაკი. რატომ არის განახლებები უსაფრთხოების საფუძველი და როგორ დავგეგმოთ ისინი ისე, რომ მუშაობა არ შეფერხდეს.
ყოველი განახლება, რომელიც ტელეფონზე, კომპიუტერზე თუ სერვერზე მოდის, ხშირად უკვე ცნობილ მოწყვლადობას ხურავს. განახლების გამოსვლის შემდეგ ხარვეზის დეტალები საჯარო ხდება — და თავდამსხმელები სწორედ იმ მოწყობილობებს ეძებენ, რომლებიც ჯერ არ განახლდა.
რა უნდა განახლდეს
- ოპერაციული სისტემები — Windows, macOS, Linux სერვერები;
- ბრაუზერები — Chrome, Edge, Firefox (ყველაზე ხშირი „შესასვლელი“ კარი);
- საოფისე პროგრამები — Microsoft 365, PDF-ის პროგრამები;
- ბიზნეს-პროგრამები — ბუღალტერია, CRM;
- ქსელური მოწყობილობები — როუტერი, Firewall, Access Point-ები;
- ვიდეოთვალთვალი — ჩამწერი და კამერები.
მხარდაჭერის ვადაგასული სისტემები
თუ ოპერაციული სისტემის ან პროგრამის მწარმოებელი მხარდაჭერას წყვეტს, უსაფრთხოების განახლებები აღარ გამოდის — ახალი ხარვეზები ღია რჩება სამუდამოდ. მაგალითად, Windows 10-ის სტანდარტული მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბერს დასრულდა.
💡 რჩევა: შეადგინეთ კომპანიის კომპიუტერებისა და სერვერების სია — ოპერაციული სისტემით და ვერსიით. ასე ადვილად ნახავთ, რომელ მოწყობილობას სჭირდება განახლება ან ჩანაცვლება.
როგორ დავგეგმოთ ისე, რომ მუშაობა არ შეფერხდეს
- ავტომატური განახლებები — ჩართული კომპიუტერებზე, ღამის ან შაბათ-კვირის საათებზე;
- სერვერები — დაგეგმილ „ტექნიკურ ფანჯარაში“ და Backup-ის შემდეგ;
- ჯერ ტესტი — კრიტიკული ბიზნეს-პროგრამის განახლება ჯერ ერთ-ორ კომპიუტერზე;
- ცენტრალიზებული მართვა — ადმინისტრატორი ერთ ადგილიდან ხედავს, რომელი მოწყობილობა არ განახლდა.
ანტივირუსი ≠ განახლებების ალტერნატივა
ანტივირუსი ან EDR — აუცილებელი დამატებითი ფარი, მაგრამ ის ვერ ჩანაცვლებს განახლებებს. ორივე ერთად და რეგულარული Backup — ბიზნესის IT-უსაფრთხოების მინიმალური საფუძველი.