Firewall ქსელის „შესასვლელზე“ დგას და წინასწარ განსაზღვრულ წესებით ფილტრავს ტრაფიკს: მაგ. გარედან ბლოკავს უცნობ კავშირებს, შიგნით ზღუდავს წვდომას ქსელის ცალკეულ ნაწილებზე.
ეს შეიძლება იყოს ცალკე მოწყობილობა ან როუტერის ფუნქცია. firewall არ ანაცვლებს ანტივირუსს და განახლებებს, მაგრამ დაცვის ერთ-ერთი ძირითადი შრეა.
მაგალითი
firewall-ის წესით კამერების ქსელიდან ინტერნეტზე გასვლა ბლოკირებულია — ჩამწერზე წვდომა მხოლოდ VPN-ით შეიძლება.