მწარმოებლები რეგულარულად აქვეყნებენ განახლებებს, რომლებიც უსაფრთხოების ხარვეზებს ასწორებს. როცა ხარვეზი საჯარო ხდება, თავდამსხმელები ხშირად სწრაფად ირჩევენ მის გამოყენებას — ამიტომ განახლების გადადება რისკიანია.
განახლება მხოლოდ Windows-ს არ ეხება: ბრაუზერები, საოფისე პროგრამები, სერვერები, როუტერები, firewall-ები და კამერების ჩამწერები (firmware) — ყველა. Patch management ნიშნავს, რომ ეს პროცესი ორგანიზებულია: ვიცით, სად რა ვერსიაა და განახლება იტესტება და კონტროლდება.
ოფისის ყველა კომპიუტერზე განახლებები ცენტრალიზებულად, არამუშა საათებში ყენდება — თანამშრომლების მუშაობის შეფერხების გარეშე.