ქლაუდში ფიზიკური სერვერი თქვენს ოფისში არ დგას — რესურსებს პროვაიდერისგან (მაგ. AWS, Microsoft Azure) იყენებთ და ინტერნეტით მართავთ. შეიძლება ქლაუდში იყოს სერვერი, ფაილების საცავი, ელ-ფოსტა ან მთლიანი პროგრამა.
ქლაუდის პლიუსია, რომ ფიზიკურ ტექნიკაზე ზრუნვა არ გჭირდებათ და რესურსი მარტივად იზრდება. თუმცა ქლაუდში მონაცემებსაც Backup, სწორი წვდომის პარამეტრები და ხარჯის კონტროლი სჭირდება.
ოფისის Backup-ის ერთი ასლი ქლაუდ-საცავში — ოფისში რამე მოხდეს, მონაცემები სხვა ლოკაციაზე უსაფრთხოდ ინახება.