სერვერი ტექნიკურად კომპიუტერია, მაგრამ შექმნილია 24/7 მუშაობისთვის: აქვს სარეზერვო კვების ბლოკები, საიმედო დისკები და დისტანციურ მართვის შესაძლებლობა. ის არ ემსახურება ერთ ადამიანს — მას ერთდროულად იყენებს მთელი გუნდი.
სერვერი შეიძლება იყოს ფიზიკური (ოფისის სერვერულ კარადაში), ვირტუალური (ერთ ფიზიკურ სერვერზე რამდენიმე ვირტუალური) ან ქლაუდში. რომელი ვარიანტი სჯობს, დამოკიდებულია პროგრამებზე, თანამშრომლების რაოდენობაზე და მონაცემების მოცულობაზე.
ბუღალტერიის პროგრამის ბაზა, საერთო საქაღალდეები და შიდა ბიზნეს-პროგრამა ერთ ოფისის სერვერზე — ყველა თანამშრომელი ერთსა და იმავე მონაცემებზე იმუშავებს.