EN
სერვერები და Backup

ვირტუალიზაცია — რა არის?

ერთ ფიზიკურ სერვერზე რამდენიმე დამოუკიდებელი „ვირტუალური“ სერვერის გაშვება.

ასევე: Virtualization · ვირტუალური სერვერი · VM

ვირტუალიზაციის დროს ფიზიკურ სერვერის რესურსები — პროცესორი, მეხსიერება, დისკი — ნაწილდება რამდენიმე ვირტუალურ მანქანას (VM) შორის. თითოეული VM-ს თავისი ოპერაციული სისტემა და პროგრამები აქვს და სხვებისგან იზოლირებულია.

ასე, ერთ სერვერზე შეიძლება ცალ-ცალკე იმუშაოს ფაილური სერვერი, ბუღალტერიის ბაზა და ტესტური გარემო. ვირტუალური სერვერის ასლის შექმნა და აღდგენა ასევე უფრო მარტივია, ვიდრე ფიზიკურის.

მაგალითი

ძველი, ცალ-ცალკე სერვერების ნაცვლად — ერთი ახალი სერვერი, სადაც თითოეული პროგრამა თავის ვირტუალურ მანქანაში იმუშავებს.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.