EN
ქსელი

VLAN — რატომ სჭირდება ბიზნესს ქსელის „ოთახებად“ დაყოფა

თანამშრომლები, სტუმრები, კამერები, სალარო და „ჭკვიანი“ მოწყობილობები ერთ ქსელში — ეს რისკია. მარტივად ვხსნით, რა არის VLAN და რა სარგებელი მოაქვს.

წარმოიდგინეთ ოფისი, სადაც ყველა კარი ღიაა: სტუმარი, ვინც მისაღებში ჩაის ელის, შეიძლება ბუღალტერიაში ან სერვერის ოთახში შევიდეს. ერთი, საერთო ქსელი ყველასთვის — ზუსტად ასეთი ოფისია, ოღონდ ციფრული.

რა არის VLAN

VLAN (Virtual LAN) — ქსელის ლოგიკური დაყოფაა. ფიზიკურად იგივე სვიჩები, კაბელები და Access Point-ები, მაგრამ ქსელი დაყოფილია ცალკე „ოთახებად“, რომლებს შორის მიმოცვლა მხოლოდ თქვენ მიერ დაშვებული წესებით ხდება.

ტიპური დაყოფა ბიზნესში

  • თანამშრომლები — კომპიუტერები, პრინტერები, ფაილური სერვერი;
  • სტუმრები — მხოლოდ ინტერნეტი, შიდა ქსელი არ ჩანს (სტუმრის Wi-Fi);
  • ვიდეოკამერები — კამერები და ჩამწერი, ინტერნეტზე მინიმალური წვდომით;
  • სალარო / POS — გადახდის ტერმინალები ცალკე;
  • IoT — ტელევიზორები, ჭკვიანი ნათურები და ჩამრთველები.

რა სარგებელი მოაქვს

უსაფრთხოება

თუ ერთი სუსტად დაცული მოწყობილობა — მაგ. ძველი კამერა ან ჭკვიანი ტელევიზორი — გატყდა, თავდამსხმელი ერთ „ოთახში“ რჩება და სერვერზე ან ბუღალტერიის კომპიუტერზე ადვილად ვერ გადავა.

სტაბილურობა

ყოველ VLAN-ის „ხმაური“ (broadcast-ტრაფიკი) მის შიგნით რჩება. კამერების ნაკადები ან სტუმრების ვიდეოები თანამშრომლების ქსელს ნაკლებად ტვირთავს.

მართვა

ადვილია ზუსტად განსაზღვრა, ვის რაზე აქვს წვდომა, ქსელის ცვლილება ან პრობლემის პოვნა.

💡 VLAN-ებზე ღირს ფიქრი ქსელის დაგეგმვისას: ახალ ობიექტზე მოწყობილობების სწორ „ოთახში“ თავიდანვე ჩართვა ბევრად მარტივია, ვიდრე შემდეგ არსებული, „ერთიანი“ ქსელის გადაკეთება.

რა სჭირდება

  • Managed (მართვადი) სვიჩები — ისინი VLAN-ებს მხარს უჭერენ;
  • Router ან Firewall, სადაც VLAN-ებს შორის წესები იწერება;
  • Access Point-ები, რომლებიც რამდენიმე SSID-ს (Wi-Fi-ს ქსელს) სხვადასხვა VLAN-ზე მიაბამენ.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.