UPS ელექტროქსელსა და მოწყობილობებს შორის ყენდება. როცა ძაბვა ქრება ან იცვლება, UPS მომენტალურად ბატარეაზე გადადის — სერვერი, ქსელი და კამერების ჩამწერი არ ითიშება.
UPS-ის ამოცანაა, მოწყობილობებს დრო მისცეს: ხანმოკლე გათიშვის დროს — გააგრძელოს მუშაობა, ხანგრძლივი გათიშვის დროს — სწორად, მონაცემების დაზიანების გარეშე გაითიშოს. ამისთვის UPS-ი ქსელით ან USB-კაბელით სერვერს უნდა „ელაპარაკოს“.
შუქის ციმციმის დროს სერვერი და როუტერი UPS-ზე მუშაობას აგრძელებენ, ხანგრძლივი გათიშვისას სერვერი ავტომატურად და სწორად ითიშება.