როუტერი ქსელებს შორის „მარშრუტს“ ირჩევს: ოფისის შიდა ქსელიდან ინტერნეტზე და პირიქით. ბიზნესის როუტერი ხშირად ასრულებს დამატებით ფუნქციებსაც — IP მისამართების გაცემას (DHCP), VPN-ს, firewall-ის ბაზურ დაცვას.
სწორად კონფიგურირებული როუტერი ქსელის სტაბილურობის და უსაფრთხოების საფუძველია: მაგ. ინტერნეტის ორი პროვაიდერის შემთხვევაში ის ერთის გათიშვისას ავტომატურად მეორეზე გადაერთვება.
მაგალითი
ოფისს ორი ინტერნეტ-პროვაიდერი ჰყავს — როუტერი ერთის გათიშვისას ტრაფიკს მეორეზე ავტომატურად გადაიყვანს.