reverse proxy (მაგ. Nginx) ვებ-აპლიკაციების „წინ“ დგას. ის იღებს მოთხოვნას — მაგ. example.ge ან app.example.ge — და გადასცემს შესაბამის სერვისს ან კონტეინერს, რომელიც ინტერნეტზე პირდაპირ გამოტანილი არ არის.
reverse proxy ხშირად SSL-სერტიფიკატებსაც მართავს (HTTPS), ამატებს უსაფრთხოების header-ებს, ზღუდავს მოთხოვნების რაოდენობას და ერთ სერვერზე რამდენიმე საიტის ჰოსტინგს შესაძლებელს ხდის.
მაგალითი
ერთ სერვერზე Nginx-ი ორ დომენს ემსახურება: icomp.ge — ვებ-საიტის კონტეინერზე, /api/ — ფორმების მეილის სერვისზე.