EN
ქსელი

DNS — რა არის?

ინტერნეტის „ტელეფონის წიგნი“ — ვებგვერდის სახელს (მაგ. icomp.ge) IP მისამართად თარგმნის.

ასევე: Domain Name System · დომეინის სახელების სისტემა

ადამიანებს სახელების დამახსოვრება უფრო მარტივია, კომპიუტერებს — ნომრების. DNS ვებგვერდის ან სერვისის სახელს შესაბამის IP მისამართად აქცევს, რომ ბრაუზერი სწორ სერვერს დაუკავშირდეს.

DNS-ის ჩანაწერები განსაზღვრავს, სად მუშაობს კომპანიის ვებგვერდი და ელ-ფოსტა. არასწორი ჩანაწერი შეიძლება ვებგვერდის გათიშვის ან მეილების მიუწვდომლობის მიზეზი გახდეს.

მაგალითი

ელ-ფოსტის სხვა პროვაიდერზე გადასვლისას DNS-ში MX ჩანაწერი შეიცვალა — ახალი მეილები ახალ სერვისზე მოდის.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.