EN

სათვალთვალო კამერა მზის ენერგიაზე — დენის და ინტერნეტ-კაბელის გარეშე

მზის პანელი, ბატარეა და სიმ ბარათი (4G) — კამერა იმუშავებს იქაც, სადაც ელ-ენერგია და ინტერნეტი ჯერ არ არის. ობიექტს შევაფასებთ და სწორ მოდელს შეგირჩევთ.

  • მზის ენერგია
  • 4G / სიმ ბარათი
  • ხედვა ტელეფონიდან

Solar + 4G კამერა ავტონომიური სათვალთვალო კამერაა: დღისით მზის პანელი ბატარეას მუხტავს, ინტერნეტ-კავშირს სიმ ბარათი (4G) უზრუნველყოფს. ასე კამერა იმუშავებს სამშენებლო ობიექტზე, ფერმაში, ავტოსადგომზე ან ჭიშკარზე — იქ, სადაც ელ-ენერგია და ინტერნეტ-კაბელი ჯერ არ არის.

ასეთ კამერის სტაბილური მუშაობა დამოკიდებულია ობიექტის პირობებზე: მზის განათებაზე, ჩრდილზე, სეზონზე და მობილური ქსელის სიგნალზე. ამიტომ მონტაჟამდე ობიექტს ვაფასებთ და ისეთ მოდელს შევარჩევთ, რომელიც თქვენს ტერიტორიას მოერგება. ჩაწერის პარამეტრების საორიენტაციო გამოსათვლელად ჩვენი CCTV კალკულატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ობიექტები, სადაც დენი და ინტერნეტი არ არის

სამშენებლო ობიექტი

ტექნიკის, მასალებისა და ტერიტორიის ხედვა — მაშინაც, როცა ობიექტზე დენი ჯერ არ არის.

ფერმა და ნაკვეთი

ეზო, ფარეხი, ბაღი და ვენახი — ელ-ქსელიდან მოშორებით.

ავტოსადგომი და ჭიშკარი

შესასვლელები და ტერიტორია, სადაც კაბელის გაყვანა ძვირია.

დროებითი ობიექტი

სეზონური ობიექტი ან ღონისძიება — კამერა, რომელსაც ადვილად გადაიტანთ.

მზის პანელი, ბატარეა და მობილური ინტერნეტი

მზის პანელი + ბატარეა

დღისით პანელი ბატარეას მუხტავს, ღამით კამერა ბატარეიდან იმუშავებს.

4G / სიმ ბარათი

ინტერნეტი — მობილური ქსელიდან; ონლაინ ვიდეო და შეტყობინებები ტელეფონზე.

ჩანაწერი SD ბარათზე ან ქლაუდში

ჩამწერი მოწყობილობა (NVR), როგორც წესი, არ სჭირდება (მოდელის მიხედვით).

Smart Motion Detection

ადამიანისა და ავტომობილის ამოცნობა; ჩაწერა მოძრაობის დროს ზოგავს ენერგიასაც და ინტერნეტ-ტრაფიკსაც.

Full-Color Night Vision

ფერადი გამოსახულება ღამითაც (მოდელის მიხედვით).

IP66 / IP67

გარე პირობებისთვის — წყალგამძლე და ყინვაგამძლე კორპუსი (მოდელის მიხედვით).

ავტონომიური კამერა — ერთ კომპლექტში

Solar + 4G

Solar + 4G

მზის პანელი, ბატარეა და 4G მოდემი — ავტონომიური კამერა.

Wi-Fi

Wi-Fi

თუ ობიექტზე დენი და Wi-Fi არის — უკაბელო კამერა ქსელის კაბელის გარეშე.

Bullet (PoE)

Bullet (PoE)

თუ კაბელის გაყვანა შესაძლებელია — სტაბილური კამერა პერიმეტრისთვის.

რატომ ჩვენ?

როგორ ვმუშაობთ

  1. 1უფასო კონსულტაციაობიექტის, ხედვის ზონებისა და კამერების რაოდენობის განსაზღვრა.
  2. 2ობიექტის შეფასებამზის განათებისა და მობილური ქსელის სიგნალის შემოწმება.
  3. 3მონტაჟიკამერისა და მზის პანელის მონტაჟი ბოძზე ან კედელზე.
  4. 4გამართვასიმ ბარათის, ჩაწერისა და ტელეფონიდან ხედვის გამართვა.

ხშირად დასმული კითხვები

ზამთარში ან ღრუბლიან ამინდში იმუშავებს?

ღამით და ღრუბლიან დღეებში კამერა ბატარეიდან იკვებება, მაგრამ რამდენ ხანს იმუშავებს, დამოკიდებულია ბატარეის მოცულობაზე, მზის განათებაზე და სეზონზე. ამიტომ მონტაჟამდე ობიექტს ვაფასებთ, პანელის მიმართულებას ვგეგმავთ და ჩაწერის სწორ რეჟიმს ვირჩევთ.

რომელი სიმ ბარათი სჭირდება — ნებისმიერ ოპერატორის?

სჭირდება 4G სიმ ბარათი ინტერნეტ-პაკეტით. მთავარია, ობიექტზე ოპერატორის სიგნალი საკმარისი იყოს — სიგნალს მონტაჟამდე ვაფასებთ.

სად ინახება ჩანაწერი?

Solar + 4G კამერები ჩანაწერს, ჩვეულებრივ, SD ბარათზე ან ქლაუდში ინახავენ (მოდელის მიხედვით). ცალკე ჩამწერი მოწყობილობა, როგორც წესი, საჭირო არ არის.

რამდენ ინტერნეტ-ტრაფიკს იყენებს?

ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხშირად ნახულობთ ონლაინ ვიდეოს, იწერება თუ არა ვიდეო ქლაუდში და რა გარჩევადობა აქვს კამერას. ჩაწერა მხოლოდ მოძრაობის დროს და შეტყობინებები ტრაფიკს ამცირებს — სწორ პაკეტს ერთად შევარჩევთ.

შეიძლება კამერა მოიპარონ?

რისკს ამცირებს სწორი სიმაღლე, მყარი სამაგრი და ისეთი ადგილი, სადაც კამერა ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. განთავსებას ობიექტის ნახვის შემდეგ ვგეგმავთ.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.