EN
DevOps და ავტომატიზაცია

n8n — რა არის?

ვიზუალური ავტომატიზაციის პლატფორმა — სხვადასხვა პროგრამებს workflow-ებით აერთიანებს.

ასევე: n8n.io · ავტომატიზაციის პლატფორმა

n8n-ში ავტომატიზაცია „კვადრატებისგან“ (node-ებისგან) აიწყობა: ტრიგერი (მაგ. ახალი შეკვეთა ან ყოველდღიური დრო), შემდეგ ქმედებები — მონაცემების წამოღება, ფილტრი, ცხრილში ჩაწერა, მეილის ან Telegram-შეტყობინების გაგზავნა. n8n სერვისების დიდ რაოდენობასთან ინტეგრაცია აქვს, API-ით და webhook-ებით კი თითქმის ნებისმიერ სისტემასთან იმუშავებს.

n8n-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ მისი დაყენება შეიძლება საკუთარ სერვერზე (self-hosted) — ასე მონაცემები თქვენს კონტროლის ქვეშ რჩება.

მაგალითი

iComp-ს n8n-ის ინტეგრაცია აქვს: ERP-დან პროდუქტების და ნაშთების სინქრონიზაცია ან Telegram-შეტყობინება ახალ დოკუმენტზე.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.