რეალური აპლიკაცია ხშირად რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ვებ-სერვერი, ბაზა, cache, ფონური პროცესები. Docker Compose-ის ფაილში (docker-compose.yml) აღიწერება, რომელი კონტეინერები სჭირდება, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს, რომელ პორტებს და საცავებს იყენებენ.
ასე მთლიანი გარემო ერთ ბრძანებით ირთვება და ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად დოკუმენტირებულია — ფაილი Git-ში ინახება და ყველა ცვლილება ჩანს.
ერთ docker-compose.yml ფაილში: ვებ-საიტი, Nginx და ფორმების მეილის სერვისი — ტესტურ სერვერზე ირთვება იმავე ფაილით, როგორც production-ში.