კამერა ვიდეოს „შეკუმშვის“ შემდეგ აგზავნის — წინააღმდეგ შემთხვევაში ფაილები უზარმაზარი იქნებოდა. H.265 (HEVC) ძველი H.264-ის შემდეგი თაობაა და იმავე ხარისხის ვიდეოს შესამჩნევად ნაკლებ ადგილას ინახავს.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს: იმავე დისკზე უფრო დიდი ხნის არქივი ან ნაკლებ დატვირთვა ქსელზე. მნიშვნელოვანია, რომ კამერაც და ჩამწერიც H.265-ს უჭერდეს მხარს. მწარმოებლები ხშირად საკუთარ გაუმჯობესებულ ვერსიებსაც გვთავაზობენ (მაგ. „H.265+“).
კამერების H.264-დან H.265-ზე გადაყვანის შემდეგ, იმავე დისკებზე არქივი უფრო დიდ ხანს ინახება.