მიკრობლოგების ქსელი ტვიტერი, აპრილში მომხმარებლებისთვის ხმოვანი ჩატის ჩაშვებას გეგმავს.
როგორც DW იუწყება, ახალი სერვისი, სახელწოდებით Spaces, ამჟამად ტესტირების ეტაპზეა.
ტვიტერის მიერ ნაჩვენები ვიდეორგოლის მიხედვით ირკვევა, რომ Spaces, სოციალურ ქსელში იქნება ინტეგრორებული. მომხმარებლები უცხო აუდიოჩატში შესვლას ან საკუთარი აუდიო “სივრცის” შექმნას შეძლებენ.
ასეთი სახით, ახალი Spaces, შესაძლოა, პოპულარული Clubhouse-ის კონკურენტად იქცეს.
შეგახსენებთ, რომ Clubhouse წარმოადგენს სოციალურ ქსელს, რომელიც აუდიოჩატის ვირტუალური ოთახებისგან შედგება. სოციალური ქსელში გაწევრიანებისთვის კი მომხმარებელს სპეციალური მოსაწვევის მიღება სჭირდება.
გარდა ამისა, Clubhouse-ის ანალოგის გამოსაშვებად კომპანია Xiaomi-ც ემზადება.
2021 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით, Clubhouse 8.1 მილიონმა მომხმარებელმა გადმოიწერა. ახალი ტრენდული სოც.ქსელის აპლიკაცია ოფიციალურად მხოლოდ iOS-ზეა ხელმისაწვდომი.